ოკეანის გაღმა/გამოღმა გვითხრეს, აზრზე მოდითო – დავით ბერძენიშვილი

473
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“რესპუბლიკელ” დავით ბერძენიშვილის ფეისბუქ პოსტი:

“აკვიატება მხოლოდ სახელისუფლებო პოლიტიკოსების თუ აქტივისტების სენი არ არის…. აკვიატება ამარაგებს ორპოლუსიანობას, ანუ პოსტსაბჭოურობას, ანუ ჩამორჩენილობას და ქაჯობას. კი ბატონო, ხელისუფლება უფრო მტყუანია/ახლაც და ადრეც/, მაგრამ სახელმწიფოა ყოფნა-არყოფნის ზღვარზე.
აქაურებიდან ზოგი კი ვამბობთ, კაი ხანია.

ახლა ოკეანის გაღმა/გამოღმა გვითხრეს – აზრზე მოდითო, მოგვეცით საშუალება, შეგარიგოთო… თორემ მორჩება თქვენ ევროატლანტიკური პერსპექტივა, შესაბამისად სახელმწიფოებრიობა და მოსკოვი ჩაგყლაპავთო, დავვიღეჭეს. მარტო ჩვენ ვეღარ გიშველითო, ხელი გაანძრიეთო…

ვაახ, აქ კიდევ აკვიატებების მორიგი დოღია. დავიკიდოთ აკვიატება – ესაა ჩემი კომენტარი.” – წერს დავით ბერძენიშვილი.

თქვენი კომენტარი?