ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს – ბრიტანეთის საელჩო

491
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ეხმიანება კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ  ოპოზიცია-ხელისუფლების მოლაპარაკებებს, რომელიც მორიგ ჯერზეც უშედეგოდ დასრულდა.

“ძალიან ვწუხვართ, რომ ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს მთავრობას და ოპოზიციას შორის შეთანხმება ვერ შედგა. ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა და გააჭიანურებს საქართველოს პროგრესს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.

მნიშვნელოვანია მეტი პროგრესი სასამართლო და საარჩევნო რეფორმების კუთხით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მოლაპარაკებები მანამ სანამ არ შედგება შეთანხმება ყველა საკითხზე.”- ნათქვამია განცხადებაში.

თქვენი კომენტარი?