ეკა ბესელიამ და ვანო ზარდიაშვილმა იურიდიული კომიტეტი დატოვეს

287
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს ეკა ბესელია აღარ უხელმძღვანელებს, ამის შესახებ განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა. თანამდებობა დატოვა ასევე მისმა მოადგილე ვანო ზარდიაშვილმაც.

“გუშინ შევაჩერეთ პროცესი, რომელიც იყო ძალიან საზიანო და ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს. მივიღე გადაწყვეტილება,რათა საზოგადოებას მიეცეს საშუალება, გამჭვირვალე პროცესი იხილოს. სია უნდა იყოს გაწვეული და არა შეჩერებული. ყველა პროცედურა უნდა იყოს გაწერილი. სიაში არაიან ადამიანები, რომლებიც ჩემი თანამებრძოლების პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე იყვნენ მოსამართლეები.

უზენაეს სასამართლოს უნდა ჰყავდეს მაღალი კვალიფიკაციის, რეპუტაციის მქონე იურისტები, რომლებიც არ ემსახურებოდნენ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმს. ჩემი იდეალი ყოველთვის იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა. 

მე დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშვილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. მე ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე.

ნებისმიერი სპეკულაცია რომ გამოირიცხოს, პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ვამბობ ღიად – ბიძინა ივანიშვილი ის ადამიანი იყო, რომელსაც ამ საკითხზე ჰქონდა პოზიცია, რომ პროცესი უნდა წარიმართოს სამართლიანად, პროცესის, კანონის დაცვით. რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ყველას აქვს თავისი პოზიცია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

თქვენი კომენტარი?
IMG.GE