შეიქმნება 15 მაისის შტაბი. ჩვენ დიდი რაოდენობის ადამიანებს ვნახავთ თბილისის ქუჩებში – ნინო ბურჯანაძე

840
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შეიქმნება 15 მაისის შტაბი. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ  “ლეიბორისტების” ოფისში გამართული შეკრების შემდეგ, სადაც 15 მაისს, ოპოზიციის დაანონსებული აქციის გეგმებზე იმსჯელეს.

“სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და ვიაროთ რეგიონებში, შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით და ჩვენ დიდი რაოდენობის ადამიანებს ვნახავთ თბილისის ქუჩებში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

თქვენი კომენტარი?