“ორი ბუმბერაზი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიური სიბინძურიდან, თქვენ კი სიხარულით და ბედნიერებით როკავთ რუსთაველზე – ინგა ბერიკაშვილი

2816
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

იურისტი ინგა ბერიკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” და მასთან დაკავშირებულ ჯგუფების წარმომადგენლებს მიმართავს.

“ორი ბუმბერაზი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიური სიბინძურიდან.
თქვენ კი სიხარულით და ბედნიერებით როკავთ რუსთაველზე… თქვენ რომ ვერ იტანთ ყველაფერ ქართულს და საქართველოს ამას 2003 წლიდან დღემდე ამტკიცებთ თქვენს მიერ ჩადენილი ყველა მარაზმით.

თქვენში ვგულისხმობ ყველას დაწყებული დორბლიანით და დამთავრებული იმ მხარდამჭერით, რომელიც წამების და არადამიანური მოპრობის უსასტიკეს მეთოდსაც ამაღტლებს იმ მოტივით, რომ რეფორმებს ასე ჩვევია.

თქვენ ის ხალხი ხართ ვინც პირდაპირი შთამომავალი და შემოქმედია ბოლო 30 წლის მანაზილზე ყველაფერი ქართულის მოსპობის და ჩარეცხვის რადგან თქვენ კრემლიდან მხოლოდ ერთი დავალება გაქვთ ათეული წლების მანძილზე – საქართველო ქართველების გარეშე! მაგრამ….

ახლა ბოროტების საძმოს აქტიური წევრი, მხარდამჭერი და შემოქმედი პეტრე ცაავა მიუქსიეთ უწმინდესს… ვერც კი დავწერ იმ სიტყვებს რასაც კადრებს საკუთარ სულს, დიახ პეტრე საკუთარ სულს ბილწავდ მხოლოდ რადგან უფლის რჩეულს მის უწმინდესს ვერასოდეს დააკლებს ვერაფერს და მისი არც მაშინ მჯეროდა უწმინდესს რომ ადიდებდა თავისი ბინძური პირით….შეხედავ და ადამიანის სხეულიდან სატანა იყურება…

თქვენ კი ყველაზე მთავარი გავიწყდებათ, რომ ეს საქართველოა! საქართველოს ისტორია კი არც 30 წლის წინ დაწყებულა, არც 2003 წელს და არც 2012 წელს, თქვენზე ვერაგი და მტარვალი მტერი ჰყოლია ამ ჩვენ ტანჯულ ერს და ბედკრულ სამშობლოს მაგრამ დღემდე მოვედით. ღვთისმშობლის შეწევნით ამ რთულ გზასაც გაივლის ერიც და ბერიც და საბოლოოდ საქართველო მაინც გახდება დამოუკიდებელი ქვეყანა, თუმცა დღემდე დამოუკიდებელი მარტო თაბახის ფურცელზე ვართ – აი ესაა მწარე რეალობა!

სტრატეგიულ ქვეყნებს რეალურად, რომ უნდოდეთ საქართველოს დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა ლაპარაკის მაგივრად ქმედით ნაბიჯებს გადადგავდნენ და დიდი ხნის წინ მიგვიღებდნენ თავის დიდ ოჯახში მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს მეგობარი ქვეყანა რეალურად არ ჰყავს!

რასაც საქართველო და ქართველი ერი უძლებს, ამას მხოლოდ ღვთისმშობლის წილხვედრი ერი და ქვეყანა თუ გაუძლებდა და გადაიტანდა…
2021 წლის ქრისტეს აღდგომა მინდა, რომ განსაკუთრებული გამარჯვების შემწე იყოს, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების! სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველის და ჩვენში ქრისტეს სიყვარულის აღდგენის!

მიყვარხართ ყველა, რადგან ჩვენ ქრისტეს ხატად ვართ შობილნი და არც მე და არც ჩვენ არ გვაქვს ერთმანეთის სიძულვილის უფლება!

საქართველო მაშინ წახდა, როცა ძმამ ძმას უღალატა და ძმას ძმა შეძულდა…როცა ძმამ ძმა მოკლა და ძმათამკვლელ ომში ორივე მხარე წაგებული დარჩა და ხელში ძმათა სისხლით მორწყული საქართველო შეგვაჩეჩა მომავალ თაობას, რომლის ცოდვას დღემდე ვიმკით ყველა….

როდესმე იმედი მაქვს შევძლებ ჩემში ამის დამარცხებას, რომ ვინც მავნო არ მძულდეს მაინც! ღმერთმა გააერთიანოს დასაქსული საქართველო! ჩვენ ღვთისმშობელს ლოცვითა და მადლით ვუჭირავთ ხელში, თორემ აქამდე აღარ ვიარსებებდით ამდენი მოღალატის და გამყიდველის ხელში.”– წერს ინგა ბერიკაშვილი.

თქვენი კომენტარი?