კახა კალაძემ კლინიკა დატოვა

315
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თბილისის მერმა კახა კალაძემ კლინიკა დატოვა, თუმცა მკურნალობას უკვე სახლში გააგრძელებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“პირველ რიგში, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს, ექთნებს, ვინც ჩართული იყო ჩემს გამოჯანმრთელებაში. აქვე მინდა დავასახელო რამდენიმე ექიმი – ბატონი ზურაბ ფაღავა, მამუკა ბოკუჩავა, ეკატერინე ხარხელი, ძალიან დიდი მადლობა მათ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში, სახლში უნდა გავაგრძელო მკურნალობა.”- წერს კახა კალაძე.

თქვენი კომენტარი?