სპეციალური განცხადება TV “პირველი”-ს გვერდზე გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერზე

2375
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომლის თანახმად, თითქოსდა მოსახლეობას აივანზე გასასვლელად, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, სპეციალური გადაადგილების ნებართვა ესაჭიროება.

საქართველოს მთავარობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით,  აღნიშნული ინფორმაცია არის კლასიკური ყალბი ამბავი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და წარმოადგენს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, იმ შემზღუდავი ღონისძიებისა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქმედებს.

თქვენი კომენტარი?