რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ნაც.მოძრაობის აქტივისტები 9 აპრილს ტერიტორიის დათმობას არ აპირებენ

436
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რუსთაველის გამზირზე, კარვებში შეკრებილი ნაც.მოძრაობის აქტივისტები 9 აპრილს ტერიტორიის დათმობას არ აპირებენ. ამის შესახებ ერთ-ერთი მონაწილე კახა კვეკვესკირი წერს სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება გია გაჩეჩილაძის (უცნობი”)-ს მიერ, 9 აპრილს დაანონსებულ მდუმარე აქციას

“მოძრაობა საქართველოსთვის” წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცნობიერებთ რამდენად სახიფათოდ იქცევა დღეს მოძალადე ხელისუფლება “უცნობი” ტიტუშკების გამოყენებით და ვაცხადებთ რომ ჩვენ არ დავთმობთ არცერთ შემთხვევაში თუნდაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად!

ეს ბრძოლა არის ჩემი,ეს ბრძოლა არის შენი,ეს ბრძოლა არის ჩვენი!  STOP BIDZINA & BERA!”- წერს კახა კვეკვესკირი.

თქვენი კომენტარი?