“ევროპულ საქართველოს” წევრები კვლავ ტოვებენ – პარტიიდან ამჯერად გივი თარგამაძე წავიდა

1328
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ევროპული საქართველო დღეს ერთდროულად სამმა წევრმა, გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ და გივი თარგამაძემ დატოვეს.

გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ყოველთვის ვცდილობ, პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყო. ამიტომ, ის, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის ერთ პარტიაში, მიუღებელია და იქნება სხვაშიც. რაც მიუღებელია უფრო გვიან შეძენილი თანამებრძოლისგან, ის მიუღებელია 30 წლოვანი მეგობრისგანაც. 2016-ში მე უარი ვთქვი საარჩევნო სიაზე, რათა პარტიისთვის მიმეცა განახლების, ახალი ძალების მოკრეფის მეტი თავისუფლება. მსგავსი ნაბიჯის არ თუ ვერ გადადგმა ჩემთვის გაუგებარია.

მეგობრობა რჩება მეგობრობად, ამ პარტიის მიმართ ჩემგან წარმატების სურვილი, თუმცა, უკვე გარედან, უცვლელია.

რაც შეეხება მომავალს – მე მთელი შეგნებული ცხოვრება ვიბრძვი ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვიბრძვი მთელი ძალებით, რაც გამაჩნია და იმედით, რომ ბრძოლის დასასრულს ცოცხალი შევხვდები. ივანიშვილმა მე ამაფეთქა, ჩემი ოჯახის წევრებზე იძალადა, მაგრამ მთავარია – სამშობლო დამიბეჩავა – ამიტომ, რაღა თქმა უნდა, მის მოსაშორებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ. ფორმა – მოიძებნება“, – წერს გივი თარგამაძე.

პარტია დატოვეს: გიგი უგულავამ, დავით ბაქრაძემ, ლევან თარხნიშვილმა და გოკა გაბაშვილმა.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარტიის დატოვებას აპირებენ: ირმა ნადირაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი.

“ევროპული საქართველო”-ს დღევანდელ ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს, ხოლო მთავარ მდივნად აკაკი ბობოხიძე.

თქვენი კომენტარი?