ბოლო ამბები
13/09/2024

დავით კეზერაშვილი არის ოლიგარქი, შარაგზის ყაჩაღი – ირაკლი კობახიძე

გაზიარება

დავით კეზერაშვილი არის ოლიგარქი, შარაგზის ყაჩაღი, ის ძარცვავდა ბიზნესმენებს, შემდეგ ჯარს და ევროპელ პენსიონრებს, გაკადნიერდა და უჩივის BBC-ის იმ უმარტივეს დანაშაულთან დაკავშირებით, როცა ის ამხილეს”– ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დავით კეზერაშვილის სარჩელს BBC-ის იმ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე ჩატარდა.

“მას იმედი აქვს, რომ ფულით იყიდის იმ  სასამართლოს, რომელიც განიხილავს BBC-სთან დაკავშირებულ საქმეს. ფული მას საკმაოდ ბევრი აქვს, ასევე, მას შეიძლება ჰქონდეს საკუთარი პატრონების იმედი, რომლებიც მას ეხმარებიან ევროპის მასშტაბით თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობის მიღებაში. თუ პატრონები დაეხმარებიან და დიდი ფულიც ამოქმედდება, არ ვიცი, ამ შემთხვევაში შეიძლება BBC-იც კი დაამარცხოს კეზერაშვილმა, ისევე როგორც, თავის დროზე ამარცხებდა ბიზნესმენებს, ჯარს ძარცვავდა და როგორც ამარცხებდა ევროპელ პენსიონრებს. არ ვიცი, ვნახოთ, დაამარცხებს თუ არა BBC-ის”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, 18 მაისს, პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

სხვა ამბების წაკითხვა