MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ჟურნალისტის შესავალი სიტყვა:

ხშირად გაიგონებთ, რომ ფეხბურთი არ არის ჩვენი სპორტი და სამწუხაროდ, ბოლო დროის ხშირი წარუმატებლობის გამო აფასებენ ასე ქართულ ფეხბურთს. თუმცა, ალბათ არ ღირს ხელის ჩაქნევა, მითუმეტეს იმ დიდი წარსული წარმატებების ფონზე, რაც ქართულ საფეხბურთო ისტორიას ახსოვს და დღეს თუ არა, ხვალ, ჩვენთანაც დადგება გაზაფხული.

Multimedia.ge-ს დღევანდელ ინტერვიუში გადავწყვიტე გაგაცნოთ ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ვარკეთილში მეკარეების მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობს და დაგვეთანხმებით, წარმატების ერთ-ერთი და უდავო შემადგენელი, კარგი მეკარეა, ხოლო იმისთვის, რომ კარგი მეკარე იყო, კარგი მწვრთნელიც უნდა გყავდეს.

ბაჩო ჭეიშვილი 28 წლის არის, კლუბ “ვარკეთილში” სულ რაღაც 1.5 თვე არის რაც დაიწყო საქმიანობა და რაც მთავარია, ოპტიმისტურად არის განწყობლი ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღისადმი

დიდი მადლობა ბაჩო, რომ დაგვთანხმდით ინტერვიუზე, სიმართლე გითხრათ, ჩვენი ვებ გამოცემის ფორმატი უფრო მეტად არასპორტულია, თუმცა ინტერესის გამო გადავწყვიტე თქვენთან გასაუბრება და ორი სისტყვით, თქვენი და კლუბის შესახებ გასაუბრება.

– დიდი მადლობა დაინტერესებისთვის, რაც მეხება მე, გახლავართ ბაჩო ჭეიშვილი, საფეხბურთო სამყაროში 9 წლიდან ვარ, თავდაპირველად ვმუშაობდი აზერბაიჯანის “ალინჯა”-ს აკადემიაში, ამის შემდეგ, 4 წლის განმავლობაში მქონდა წყვეტა საფეხბურთო სამყაროსთან და 4 წლის შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ჩემ სფეროს დავიწყე მუშაობა საფეხბურთო კლუბ “ვარკეთილში” მეკარეების მწვრთნელად. ზუსტად თვენახევარია, რაც აქ ვარ.

 

როგორ მოხდა თქვენი დაბრუნება საფეხბურთო სამყაროში და როგორ მოხვდით ამ კლუბში?

  • 2 თვის წინ შეხვედრა მქონდა მთავარ მწვრთნელ გიგა გვიჩიასთან და გუნდის პრეზიდენტ ალლენ აიოსთან, თავიდან არ ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა მალევე დავახლოვდით, ერთმანეთის ძალიან კმაყოფილები ვართ, აქ არის ძალიან კარგი სიტუაცია, ფაქტობრივად ერთ ოჯახად ვართ შეკრებილები და ეს არის მთავარი მწვრთნელის, გიგა გვიჩიას, ასევე პრეზიდენტ ალლენ აიოსის დამსახურება, მე მათი ძალიან მადლიერი ვარ.

როგორც ვიცით, თქვენ გუნდს “ლიგა 3”- ის თამაშებში, არცერთი გოლი არ გაუშვია, ანუ გამოდის, რომ კარგი მეკარეები გყავთ, ხოლო მეკარეები რომ კარგად აღზარდო, კარგი მწვრთნელიც უნდა ჰყავდეთ მათ. ასეა თუ ვცდები?

  • რა თქმა, უნდა, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის, მინდა შევაქო მეკარე ლევან ტყეშელაშვილი, რომელიც არის გამოცდილი და ნათამაშები აქვს დიდ გუნდებში, ამას გარდა, კიდევ ერთხელ უნდა გამოვყო გუნდის მთავარი მწვრთნელი გიგა გვიჩია. ასევე, ზოგადად, მთლიან გუნდს ვუხდი დიდ მადლობას. ასევე მინდა ვისაუბრო ნიკუშა ჩომახიძეზე, ისიც არის ძალიან პერსპექტიული მეკარე, დიდი შესაძლებლობების მქონე და იმედი მაქვს, რომ მომავალში ასახელებს ჩვენ ქვეყანას.

თქვენ კლუბს, აქვს თუ არა ურთიერთობები უცხოურ კლუბებთან, თუნდაც ურთიერთგამოცდილების გაზიარების კუთხით?

  • დიახ, საფეხბურთო კლუბ “ვარკეთილს” საზღვარგარეთის ძალიან ბევრ გუნდთან აქვს ურთიერთობა, არის ძალიან პერსპექტიული გუნდი, რაშიც მენეჯმენტს მიუძღვის უზარმაზარი წვლილი, რომ წარმოაჩინეს და დაამყარეს ეს ურთიერთობები უცხოელებთან.

დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს და ადამიანებს, სადაც ვმუშაობთ, ამ მხრივ, როგორი ვითარებაა თქვენთან? 

  • დიახ, ფეხბურთში ჩემი დაბრუნების სურვილიც განაპირობა ამ კლუბში არსებულმა გარემომ, დაკომპლექტებულია ძალიან კარგი კოლექტივით, არაჩვეულებრივი სტაფი, ფეხბურთელები, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და ძალიან მიხარია მათთან ერთად მუშაობა, ყოველი დღე სიამოვნებაა ჩემთვის.

ესაუბრა: გიორგი ლაღიძე

თქვენი კომენტარი?