ეს უნდა მეთქვა ოდესღაც, ვერ მოვისვენებდი – ვახტანგ მეგრელიშვილი

2577
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“გირჩი”-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა “პალიტრანიუსი”-ს ეთერში სტუმრობისას “ლელო”-ს წარმომადგენელ საბა ბუაძეზე ისაუბრა და მას იდიოტი უწოდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს შალვა ნათელაშვილობა და თაკო ჩარკვიანობა, რადგან ეს არის კლოუნანდის აპოთეოზი.

“საბა ბუაძე მგონია იდიოტი, მართლა, ეს უნდა მეთქვა ოდესღაც, ვერ მოვისვენებდი, რომ არ მეთქვა. მოდი, ერთხელ ამ დიდ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ავიღებ. რასაც საბა ბუაძე და „ლელო“ აკეთებს საბა ბუაძის ფორმით, შეუთავსებელია ნორმალურ პოლიტიკასთან. ჩემი აზრით, კლოუნადაა. ამ ადამიანის განცხადებებს არასოდეს ჰქონია სერიოზული შინაარსი. მზად ვარ, თუ საჭიროა, თუ მე ვცდები და ეს ასე არ არის, საბასთან დავჯდე, საათობით ვისაუბრო და თუ ეს ასე არ აღმოჩნდა, ბოდიში მოვიხადო. მაგრამ მგონია, რომ საბა ბუაძეობა ქართულ პოლიტიკაში უნდა დასრულდეს, ისევე როგორც თაკო ჩარკვიანობა, შალვა ნათელაშვილობა და ასეთი პოლიტიკოსობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რადგან ეს არის კლოუნადის აპოთეოზი“, – აცხადებს მეგრელიშვილი. 

თქვენი კომენტარი?