“ნამოხვანჰესი” ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილია და სწორედ აქედან ამოვდივართ – ნათია თურნავა

867
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიუხედავად პანდემიისა, ჩვენთან შემოდის ძალიან მსხვილი და ცნობილი კომპანია, 830 მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავს საკუთარ რესურსს, რომ აქ გააკეთოს ქართული საქმე”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვანჰესის მშენებელ კომპანია “ენკა”-ს შესახებ, ტელეკომპანია “იმედი”-ს გადაცემაში “იმედის ფაქტორი”.

“მართალია, ეს არის თურქულ-ნორვეგიული კონსორციუმი, მაგრამ ეს არის ქართული საქმე, კერძო-საჯარო თანამშრომლობის პროექტი, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს თავის მხრივ და ყველა მხარე იღებს სიკეთეს, პირველ რიგში  ამ სიკეთეს იღებს ჩვენი მოსახლეობა, როგორც იქ მცხოვრები, ასევე, ზოგადად საქართველო, რადგან ეს არის უკვე ადგილობრივი ელექტროენერგიის რესურსი და ჩვენი ეკონომიკის შიდაპროდუქტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, როდესაც მთელი მსოფლიო მოწყურებულია ინვესტიციებს, ჩვენ ასეთი პროექტი გვაქვს, რაც ძალიან ბევრ პრობლემას გადაწყვეტს.

შეიძლება ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ჩვენ ეკონომიკაში, რაც ჩვენ და მოსახლეობას გვადარდებს, დაკავშირებულია სწორედ ენერგოდეფიციტთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა დღეს არის ლარის კურსი, ამაზე ბევრი მუშაობა გვიწევს, რომ მოხდეს სტაბილიზაცია.

ის ფაქტი, რომ ჩვენ, უკვე წელს, პანდემიის ფონზე გვიწევს 200 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა ქვეყნის გარეთ, ჩვენი სამეზობლოს სასარგებლოდ და ეს ფული ხმარდება არა რომელიმე აქ, ადგილზე აშენებულ ჰიდროსადგურს, არამედ თურქეთში, აზებაიჯანში ან რუსეთში განთავსებულ ჰიდროსადგურს და იქ დასაქმებულ ადამიანებს და მათი ეკონომიკის გაძლიერებას, ეს ფული აკლდება ჩვენ სავალუტო ბაზარს, სხვა შემთხვევაში ეს მოხმარდებოდა ლარის გამყარებას, არ გავიდოდა ქვეყნიდან, მოხდებოდა აქ, ბიუჯეტში აკუმულირება გადასახადების სახით ან ადგილზე დასაქმებული ადამიანების ხელფასებისათვის, აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას.

უახლოეს 10-15 წელიწადში, ეკონომიკური განვითარების იმ ტემპით, რაც ჩვენ გვაქვს და აუცილებლად იქნება, თითქმის გაგვიორმაგდება ენერგომოხმარება, ეს არის დამატებით 10 მილიარდი კილოვატ საათი და სწორედ დღეს უნდა გადავწყვიტოთ, საიდან მოვა დამატებით ეს 10 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია, იქნებ ეს ჩვენი ადგილობრივი რესურსის გამოყენება,, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, აქ დახარჯული ფული და პირდაპირ ინვესტიციები, თუ ეს 10 მილიარდი კილოვატსაათი მოვა უცხოეთიდან და იგივე თანხები, რასაც ამას მოვახმარდით, მოხმარდება ისევ და ისევ ჩვენ სამეზობლოს, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება.

ბევრი არასწორი და დეზინფორმაცია ტრიალებს ნამოხვანჰესის ირგვლივ, ზოგი არასწორი კომუნიკაციის გამო წარმოქმნილი კითხვები და ზოგი ალბათ გამიზნული დეზინფორმაციაა. თუკი დღეს შევხედავთ, ვის არ აწყობს, რომ საქართველო უფრო წელგამართული იყოს ენერგეტიკულად რეგიონში, უფრო მეტად ძლიერი და საკუთარ ენერგორესურსზე დაყრდნობილი და აქეთ ექსპორტიორი იყოს და არა იმპორტიორი, შემოჰქონდეს იმ ოდენობით, რაც ჩვენ გვემუქრება, ესენი არიან ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ძალები, რომლებიც ამ რეგიონში მოინახებიან. აქედან გამომდინარე, ნამოხვანჰესი არ არის ცალკე აღებული ერთი პროექტი, ეს არის ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ნაწილი და სწორედ აქედან ამოვდივართ”- განაცხადა ნათია თურნავამ.

თქვენი კომენტარი?