MULTIMEDIA.GE - გადამოწმებული ახალი ამბები გასაგებ ენაზე

ხათუნა ხოფერია მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გახდეს, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

აღსანიშნავია, რომ ხათუნა ხოფერია, ირაკლი კობახიძის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი.

“ტიპიური შედეგი ქვეყანაში დამკვიდრებული მრავალხელისუფლებიანობის! ანუ ხელისუფლების არარსებობის!

პარტია, რომელიც 8 წელი მართავდა ქვეყანას, დღეს ულიდერო, უფრო სწორედ, უავტორიტეტო ლიდერების ხელშია მოქცეული, რომელთაც არც პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ და არც არავინ გამოუცხადებს ნდობას, რომც ცადონ პასუხისმგებლობის აღება. ერთადერთი, რამაც შესაძლოა შეცვალოს (ასე თუ ისე) ვითარება, ესაა ღარიბაშვილის დნიშვნა პარტიის თავმჯდომარედ და ხელისუფლების ერთ ვერტიკალში მოქცევა.

ეს ნაბიჯი მისცემს საშუალებას აღმასრულებელ ხელისუფლებას თავი დაიხსნას კობახიძის მიერ ავანსად გაცემული დაპირებებისა და ვალდებულებებისგან. ასევე მოიხსნას ამბიციური, გაუაზრებელი პარტიული წნეხი.

პარალელურად, საპარლამენტო უმრავლრსობა უნდა დაიშალოს ფრაქციებად. მმართველ პარტიას ეყოლება თავისი მოზრდილი და ანგარიშგასაწევი ძალა. ასევე ცალკე იქნება გახარიას ფრაქცია და ცალკე ე.წ. წვრილფეხობა.

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაიბრუნებს პარლამენტი ქმედუნარიანობას და თავის მაღალ პოლიტიკურ ტრიბუნას! ის აღარ იქნება მკვდარზე ვენოკივით და რეალურად შეძლებს მთავრობის კონტროლს, როგორც საკანონმდებლო ორგანო!
მოკლედ, ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ!”– წერს ხათუნა ხოფერია.

თქვენი კომენტარი?