ბიძინა ივანიშვილი ისევ რომ ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარე, ვფიქრობ, გიორგი გახარია არსად წავიდოდა – კახა კახიშვილი

2878
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უმრავლესობის შემადგენლობიდან ექვსი დეპუტატის გასვლა არასასიამოვნოა, თუმცა გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების თაობაზე განცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ სიაში მისი რეკომენდაციით მყოფი პირებისგან ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ეს დასაწყისია.”– ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი მათი შემადგენლობიდან, გიორგი გახარიას გუნდის წევრების გასვლას.

საპარლამენტო უმრავლესობაში დაწყებულ პროცესზე მხოლოდ გიორგი გახარიას ფაქტორი არ მოქმედებს. საპარლამენტო უმრავლესობა თუ როდესმე დაიშლება, მას არა გიორგი გახარია, არამედ ის ფაქტორი დაშლის, რომ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აღარ არის. გუნდის გამაერთიანებელი ფიგურა სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო. მან „ქართული ოცნება” დატოვა. დარჩნენ მისი მხარდამჭერები და ვინც „ქართულ ოცნებაში” მისი ფაქტორის გამო იყვნენ. შესაბამისად, დღეს სხვა მოცემულობაა. ბიძინა ივანიშვილი ისევ რომ ყოფილიყო პარტიის თავმჯდომარე, ვფიქრობ, გიორგი გახარია არსად წავიდოდა.”- ამბობს კახა კახიშვილი.

თქვენი კომენტარი?