განათავსე შენი რეკლამა აქ - დარეკე 577 13 11 12 IMG.GE ________________________________ IMG.GE

ხათუნა ხოფერიას გამოხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი სამხარაძის ფეისბუქ პოსტზე. რომელშიც ის გიორგი გახარიაზე საუბრობდა:

“ქართული ოცნების” შემორჩენილ მხარდამჭერებს მინდა მოგმართოთ და გკითხოთ,
ამას უჭერთ მხარს? ამ განცხადებას ეთანხმებით? ასე უგუნურად შეიძლება 20 ივნისის თემით მანიპულირება?

დავიჯერო, გარდა უვიცობისა და უტვინობისა, ამ განცხადების უკან ხიფათს ვერ ხედავთ?… დავიჯერო, ოქრუაშვილი, უგულავა, მელია, მართლა ტყუილად დაისაჯნენ და მართლა პოლიტპატიმრები არიან?

რა უნდა ამ ხეპრეს, ქვეყნის, ოცნების მტერს პოლიტიკაში? ის ხომ ყველას, ვინც პარლამენტში შევარდნა და ხელისუფლების დამხობის მცდელობა გავაპროტესტეთ, ტყუილში გვადანაშაულებს და მისი უტიფარი ლოგიკიდან გამოდის, რომ დასაბანად, დასავარცხნად და “გასაპრავებლად” გვქონდა საქმე…

კიდევ ვიმეორებ, ასე უგუნურად შეიძლება 20 ივნისის თემით მანიპულირება?!
ახლა, რაც შეეხება ვინ ვინ გაიყვანა პარლამენტში და ვის ჰქონდა რეიტინგი.
რეიტინგი, მხარდაჭერა, პატივისცემა და მადლიერება ჰქონდა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს!

ჰო და, რადგან აიძულეთ და გააქციეთ, რადგან ახლაც ებრძვით და ბოლომდე ანადგურებთ მის დატოვებულ დივიდენდებს, კეთილი ინებეთ და ყველამ ერთად დატოვეთ მანდატები! დიახ, გაეთრიეთ პარლამენტიდან ! არცერთი თქვენგანი პიროვნულად არ აურჩევიხართ ხალხს! დაე, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და იქ გამოჩნდეს თეთრიც და შავიც!”– წერს ხათუნა ხოფერია.

იხილეთ დიმიტრი სამხარაძის პოსტი:

თქვენი კომენტარი?