7 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 63 წლის კაცი დააკავეს

214
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

შინაგან საქმეთა სამინისტროს  თანამშრომლებმა, თბილისში, 63 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ედება ბრალად.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს, საცხოვრებელ კორპუსთან
განთავსებულ ავტოფარეხში გარყვნილი ქმედება განახორციელა მისთვის წინასწარი შეცნობით  7 წლის პატარას მიმართ.

ამასთან, 2021 წლის 8 აპრილს, არასრულწლოვანმა  ქუჩაში დაინახა
ხსენებული მამაკაცი, შეეშინდა, გაიქცა და თხრილში ჩავარდა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2021 წლის იანვარში, ამავე მამაკაცმა გარყვნილი
ქმედება განახორციელა უკვე 7 წლის ბავშვის მეგობართანაც, რომელიც 16 წლამდე მიღწეველი ასაკის კატეგორიას ეკუთვნის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის 1 -ლი და მე-2
ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თქვენი კომენტარი?