გიორგი ბარამიძის თქმით, დასავლეთის ზეწოლით ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, რომელშიც დიდი უპირატესობით ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს

690
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნაციონალური მოძრაობის წევრ გიორგი ბარამიძის შეფასებით, გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური გუნდი პუტინის პროექტი და “ქართული ოცნების” შემცვლელია და ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია, რომელშიც ოპოზიცია გაიმარჯვებს, ხოლო დიდი უპირატესობით კვლავ ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება ხელისუფლებაში.

“გახარიას პარტია არის არა ივანიშვილის, არამედ პუტინის მორიგი პროექტი და ასეც უნდა მოვიხსენიოთ. ეს იძულებითი, არა “კარგი ცხოვრებით” გამოწვეული ნაბიჯია.

პუტინი ხვდება, რომ მისი პირველი პროექტის (ოცნების) ჩაფლავება სახეზეა და ახლა ამ მეორე პროექტის წინ წაწევას ეცდება, მაგრამ არაფერი გამოუვა რადგან ქართული საზოგადოება არც ისეთი პრიმიტიულია, რომ ეს ვერ ამოიცნოს და ძირმომპალი და მორალურად და პოლიტიკურად გაკოტრებული ოცნება, ბავშვების თვალის დამთხრელი და მისი პრემიერობის დროს, ეკონომიკის კიდევ უფრო დამანგრეველი გახარიათი შეცვალოს.

ხალხს მობეზრდა მატყუარა და გადამგდები მოღალატეთა მმართველობა, ამიტომ მოვლენები ისე განვითარდება, რომ ერთის მხრივ, ქვეყნის შიგნით საზოგადოების და მეორეს მხვრივ, დასავლელი მეგობრების ზეწოლის შედეგად, რეჟიმი იძულებული იქნება ვადამდელი არჩევნები დანიშნოს, სადაც პუტინის ორივე პროექტი ჯამურად (ისევ) დამარცხდება და პროდასავლური ოპოზიციური პარტიები (ნაციონალური მოძრაობის დიდი უპირატესობით) გაიმარჯვებენ.

მთავარია ბრძოლა არ შევწყვიტოთ, არ გავჩერდეთ, მართალი პოზიციები არ დავთმოთ და გამარჯვება აუცილებლად მოვა.”– წერს გიორგი ბარამიძე.

თქვენი კომენტარი?