გიორგი გახარიას შესაძლო დამფინანსებლის კომპანიის განცხადება

1539
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

კომპანია “ეპიკ ამბასადორი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონრად ბაბუნაშვილი, “ფორმულა”-ს ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმიანება, რომელშიც საუბარია, რომ მათი კომპანია გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ პარტიას დააფინანსებს.

(ა.წ. მარტ-აპრილში, მასმედიით გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ეპიკ ამბასადორის მიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური აქტივობის დაფინანსებას)

ჟურნალისტების შემოტევის პირობებში, მე დავაფიქსირე წერილობითი პოზიცია, რომელიც 1 აპრილს გადავეცი ვოთსაფით, შაბათის ფორმულას პროდუსერს. ამით თითქოს ყველაფერი ამოიწურა. დაგეგმილი გადაცემაც არ გასულა ეთერში.
აპრილის მეორე ნახევარში ეს საკითხი კვლავ გააქტიურდა და როგორც ჩანს მზადდება ტელესიუჟეტები რამდენიმე ტელევიზიის ეთერში.

ამასობაში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, გულგრილს ვერ დატოვებს საქართველოს ბედ-იღბალზე და სამომავლო პერსპექტივაზე დაფიქრებულ ვერცერთ ადამიანს. მეც მათ რიგს მივეკუთნები და მინდა დავაფიქსირო ის, რასაც ვხედავ და ვაკვირდები, კერძოდ:

საქართველო გაჭედილია ნაცქოცურ ჩიხში, რომელიც არის აბსოლუტურად რუსული ნარატივი. გიორგი გახარიას გამოსვლა პოლიტიკურ ასპარეზზე ცალკე სუბიექტად, მიანიშნებს იმას, რომ ქართული ოცნება დატოვა ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე ორიენტირებულმა დასავლურმა ფრთამ, რომელიც არ ეთანხმება რუსული ნარატივის ქვეშ ყოფნას და მოქმედებას.

გიორგი გახარიას თაოსნობით განხორციელებულმა ამ ნაბიჯმა, ჩიხში მოქცეულ საქართველოს პოლიტიკურ პროცესს მისცა გამოსავალის პოვნის პერსპექტივა.
ამის გამო, გიორგი გახარია არის, მიმდინარე ისტორიულ მომენტში გაჩენილი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც შორს მიმავალი მისია აკისრია და ეს მისია საქართველოს განვითარებისთვის, ეროვნული ინტერესების რეალიზაციისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო.

ყოველივე ამის გამო, გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას გიორგი გახარიას და მის პოლიტიკურ გუნდს, რათა საქართველოში დამთავრდეს პოლარიზაცია, დასრულდეს სიძულვილის ენა და ჩვენ დავიძრათ ეროვნული ეკონომიკის დაჩქარებული აღმშენებლობის მიმართულებით, რათა საქართველომ დაიკავოს ღირსეული ადგილი ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად დაწინაურებულ ერთა ჯგუფში, ისევე, როგორც უჭირავს თავისი უნიკალური ადგილი, მსოფლიოს კულტურულ ელიტაში.”– ნათქვამია კომპანია “ეპიკ ამბასადორი”-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კონრად ბაბუნაშვილის განცხადებაში.

ამ თემაზე იხილეთ “ფორმულა”-ს რეპორტაჟი:

თქვენი კომენტარი?