მინდა გითხრათ, რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ

216
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ლელო”-ს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის.

“მინდა მადლობა გადავუხადო ელჩებს, ევროკავშირის და აშშ-ს წარმომადგენლებს. დოკუმენტის ბოლო 2 საკითხზე, თქვენ იცით, რომ მიდიოდა მოლაპარაკება და საბოლოოდ შეჯერება უნდა მომხდარიყო.

პრინციპულად ეს დოკუმენტი არის მისაღები, თუმცა “ლელო”ყველა ამ პუნქტს ხვალ გაიტანს პოლიტსაბჭოზე, რომ იმსჯელოს პარტიამ და საბოლოო პოზიცია ოფიციალურად დააფიქსიროს.

მე მინდა გითხრათ, რომ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ.

აქვე მინდა გითხრათ, რომ შეთანხმების მეორე მონაწილე “ქართული ოცნება” ბოლო წუთში ჩაეხსნა შეხვედრას და ეს არის, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ მათ არ უნდათ შეთანხმება, იმპულსურად მოქმედებენ, რაც აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოქალაქეებს.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს. არ აქვს მნიშვნელობა ვის უჭერდნენ ისინი მხარს, იმ მოთმინებისთვის, რაც ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ ბოიკოტისა და მოლაპარაკებების დროს გამოიჩინეს.

ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომ მივიდეთ შეთანხმებამდე.

მინდა გითხრათ, დაიწყო გადატვირთვის პროცესი. ამას “ლელო” ყოველთვის ამბობდა. ვფიქრობ ამ დოკუმენტის დასრულებით, ქვეყანაში დაიწყება ახალი გადატვირთვა. ეს გამოიხატება იმ პუნქტების რეალიზებაში, რომელიც განხორციელდება ევროკავშირის და შეერთებული შტატების მონიტორინგის ქვეშ.”- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თქვენი კომენტარი?