თქვე კაი ხალხო, თითქმის ბოლომდე მივედით, ცოტაც და დავათმობინებთ მიტაცებულ სახელმწიფოს და რას უმაგრებთ კედელს ჩამოშლილ ოცნებას? – თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას

362
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი არ იზიარებს შარლ მიშელის დოკომენტის ახალ ვერსიას და მიიჩნევს, რომ მასზე ხელისმოწერა “ჩამოშლილი ოცნებისთვის კედლის გამაგრებაა”

“თქვე კაი ხალხო, თითქმის ბოლომდე მივედით, ცოტაც და დავათმობინებთ მიტაცებულ სახელმწიფოს ოლიგარქს და რა დროს “რყევებია”?! მარტივ მამრავლებად იშლება ეს “რუსული ოცნება” და რას უმაგრებთ ჩაშლილ კედლებს?!

ამ ჩვენმა ბოიკოტმა მთელი დასავლეთის ყურადღება მიიპყრო, ამერიკის სენატში თქვეს სასამართლოში კლანია და ოლიგარქია მძლავრობს ქვეყანაშიო, ( მეტი რა გვითხრან)?! ეს საჭურისი დოკუმენტი, სადაც არც ჟვანიას გათავისუფლებაზეა საუბარი, არც გარანტია – პრევენცია იმისა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმა იქნება და კვლავ არ გაყალბდება, ან ამ პირობებში სასამართლოს და პროკურატურის რეფორმებზე საუბარიც კი არ არის, ჰოდა, აბა ” გამარჯვებად” რა ჩავთვალოთ ადგილობრივ არჩევნებს საკანონმდებლო რომ უნდა მივაბათ?

და კიდევ ერთი რამ: ჩვენ გარეთ პოლიტპატიმრების გამო არ გამოვსულვართ და ბოიკოტი ამიტომ არ გამოგვიცხადებია (რა თქმა უნდა ვითხოვ პოლიტპატიმრების გამოშვებას) მაგრამ უპირველესი მოთხოვნა ვადამდელი გაუყალბებელი ჯანმრთელი არჩევნებია, რადგან ქვეყანაში უნდა მოხდეს ცვლილება და რეფორმირებულ სახელმწიფოში არც პოლიტპატიმრები გვეყოლება, რა დოკუმენტია ეს ასეთი ბუნდოვანი, ხარვეზებით და თან “ფიქტიურ ქორწინებას” ჰგავს, ვერ გაფორმდება ეს ” საოცნებო დოკუმენტი” გამარჯვებად ვერ, რადგან დოკუმენტი რომელსაც ძირეული რეფორმები ვერ მოაქვს, რომელიც მოიტანდა სისტემურ ცვლილებებს , ამ ტიპის დოკუმენტს “გამარჯვებად” ვერ გავაფორმებთ, მეტიც ამით ოლიგარქს ვუხანგრძლივებთ სახელმწიფოში თარეშს, სასამართლოში კლანურ მმართველობას! აბა “ჟვანიამშვიდობისა” ბატონებო! “სიბრძნე სიცრუისა” – წერს თაკო ჩარკვიანი.

თქვენი კომენტარი?