მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ – ნიკა მელიას უარი

292
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ არ უერთდება ხელმოწერას იმ დოკუმენტზე, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეიმუშავა.

“მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება: რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ მერე ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა. ეს ჩემთვის მიუღებელია!

ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და მერე ჩემი თავისუფლებით დიაწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული “თავისუფლების” შედეგი რა იქნება – შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება.

მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ! ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. ოცნებამ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება – წერს ნიკა მელია

თქვენი კომენტარი?