ყველაზე მეტად გიორგიზე ვარ გაბრაზებული – თაკო ჩარკვიანმა ხელმომწერებს გაბანტული “ბანბანერკები უწოდა

431
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თაკო ჩარკვიანმა ხელმომწერებს გაბანტული “ბანბანერკები უწოდა, ამის შესახებ მან “პალიტრანიუსი”-ს ეთერში სტუმრობისას ისაუბრა, როდესაც კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შუამდგომლობით შედგენილ დოკუმენტზე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ეს ადამიანები “გაბანტა”

“შარლ მიშელის დოკუმენტი არსებობს, მაგრამ შარლ მიშელამდე უნდა გაბანტო ოპოზიციიდან რამდენიმე ადამიანი, კარგად დაამუშავო, დაარწმუნო და მერე მიართვა მოლაპარაკების მაგიდას “გაბანტული ბანბანიერკასავით”. რა შუაშია შარლ მიშელი? მან დადო ეს დოკუმენტი, ივანიშვილმა აქ გაბანტა რამდენიმე და მიართვა უკვე გაბანტული და შენ თუ დათანხმდები და ნაკლებპრინციპული აღმოჩნდები უცხოელებთან, ის რატომ გეტყვის უარს?”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

თქვენი კომენტარი?