ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ

373
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ:

“დღეს დემოკრატიის გაძლიერებისკენ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით. ეს საქართველოს გამარჯვებაა!

უპრეცედენტო თანადგომისთვის მადლობას ვუხდით პრეზიდენტ მიშელს, აშშ-ს ელჩ ქალბატონ დეგნანს, ევროკავშირის ელჩს ბატონ ჰარცელს, ბატონ დანიელსონს, ყველას ვინც დაუღალავად იშრომა დღევანდელი შეთანხმებისთვის.

რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომელიც ასე მოთმინებით ელოდა პოლიტიკური მოლაპარაკებების დასრულებას.

ახლა ჩვენი ყველას ძალისხმევა უნდა მივმართოთ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევების გადასაჭრელად.”- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

თქვენი კომენტარი?