მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი უდანაშაულოდ ცნეს

391
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეში უდანაშაულოდ ცნო. ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძე კი დამნაშავედ სცნო და 15 წლით თავისისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

გიორგი გიორგანაშვილს სხვა საქმეზე, კერძოდ ნარკოტიკული საშუალებების შეძენისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, შესაბამისად ის რჩება პატიმრობაში.

თქვენი კომენტარი?