იმედია, ახლა მაინც ხვდებით, რა ხდება – ირმა ინაშვილი “მიშელის დოკუმენტზე”

652
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პატრიოტთა ალიანსის მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი 19 აპრილს ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის ხელმოწერილ ე.წ მიშელის დოკუემენტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს სოციალურ ქსელში.

“იმედია, ახლა მაინც ხვდებით, რა ხდება. ჩვენ არ ვმონაწილეობთ ამ პროცესში. არ ვაწერთ ხელს არანაირ დოკუმენტს. რაც ხდება, ქართველი ხალხის მორიგი ღალატია.

ე.წ. ოპოზიციასაც და “ქართულ ოცნებასაც” სკამის გარდა, არაფერი არ აინტერესებს. სინამდვილეში მორიგჯერ გარიგდნენ და მმართველობას იყოფენ. აქ არ არსებობს არც მართლმსაჯულება და არც კანონი. პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგი ცხადყოფს ამას. კანონი ისაა, რაც სჭირდებათ სკამების გადასარჩენად.

არ არის ეს თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. უბრალოდ, არ არის. უახლეს ისტორიაში საქართველოს არ ჰყოლია ამ ე.წ. ოპოზიციაზე, “ქართულ ოცნებაზე” და კოაბიტაციაზე დიდი მტერი. გაიგეთ, ეს ერთი ხალხია და ერთი ბოროტებაა.”- წერს ირმა ინაშვილი

თქვენი კომენტარი?