ერთადერთი რამ დამტკიცდა – ნაციონალურ მოძრაობას 6 თვის წინაც და დღესაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ლევან ლორთქიფანიძე

604
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ერთადერთი რამ დამტკიცდა – ნაციონალურ მოძრაობას 6 თვის წინაც და დღესაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა, ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში”- ასე აფასებს პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე ქვეყნის ბოლოდიუნდელ პოლიტიკური პროცესებს.

“რას მიაღწიეს ოპოზიონერებმა ბოლო 6 თვის განმავლობაში წყლის უწყვეტად ნაყვის შედეგად ისეთს, რასაც პარლამენტის პირველივე სხდომებში მონაწილეობისა და თანმდევი კამპანიების, ბრძოლის გარეშე ვერ მიაღწევდნენ?! რატომ ვცხოვრობდით ნახევარი წელიწადი უსაგნო ისტერიული თამაშის მოედანზე ?!

დღევანდელ დღეს ერთადერთი რამ დამტკიცდა – ნაციონალური მოძრაობას 6 თვის წინაც და დღესაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა და აქვს: ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში !!! ოპოზიციაში ყოფნის შემთხვევაში ის მხოლოდ არეულობას, დესტრუქციას, ცეცხლისა და შუღლის გაღვივებას აპირებს, კომპრომისსა და შეთანხმებას ღალატად მიიჩნევს.

რა სიმდაბლეა, რომ ამ ექსტრემიზმის აღმოჩენისთვის ან მისგან გათავისუფლებისთვის ერთუჯრედიან პოლიტიკოსებს ამდენი დრო დასჭირდათ.
გილოცავთ პარლამენტის სხდომებზე მეტი სანახაობა გვექნება, ყველა რჯულის მემარჯვენე ატრაქციონი გარანტირებული გვაქვს!

ალბათ, რა ბედნიერნი არიან ოცნებაში, ისევ სუსტ, დანაწევრებულ და უავტორიტეტო ოპოზიციასთან მოუწევთ ჭიდილი. თუ ნაცებიც შეიტყუეს ხომ საერთოდ გადაირევიან და ძველ ფირფიტას დაუკრავენ დამტვრეულ პატეფონზე.”– წერს ლევან ლორთქიფანიძე.

თქვენი კომენტარი?