სააკაშვილი მზად არის საქართველოსთვის სიცოცხლეც კი გაწიროს – (ვიდეო)

1939
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა და მას არ ეშინია, თუნდაც დააპატიმრონ, რადგან ქვეყანაა გადასარჩენი და მზად არის ამისთვის სიცოცხლეც კი გაწიროს.

მე ფიზიკური დაცვა არ მჭირდება, მზად ვარ ყველანაირი მსხვერპლი გავიღო და არ მეშინია არც ციხის, კი ბატონო. ნიკა მელიამ ნათლად დაანახა, რომ ჩვენ არ გვეშინია არავის, არც მათი ციხეების, არც მათი რეპრესიების, საქართველო უნდა გათავისუფლდეს, თუ ამას სჭირდება ჩემი სიცოცხლის, მსხვერპლის გაღება, არც ეს არის არანაირი პრობლემა”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა “ფორმულა”-ს გადაცემა “პოლიტმეტრში” ჩართვისას.

თქვენი კომენტარი?