ვემშვიდობები ჩემს ირაკლის, უკეთილეს და უნიჭიერეს ბიჭს – ქეთი დოლიძე

430
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თეატრისა და კინოს რეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ ირაკლი ჭანტურიას გარდაცვალებას ეხმიანება.

“ვემშვიდობები ჩემს ირაკლის, ჩემს მეგობარს, უკეთილეს, უნიჭიერეს ბიჭს! ის ჩემთვის ბიჭად დარჩება, თავისი საოცარი იუმორით, ხმით, ნიჭით! ლაშა თაბუკაშვილის” ძველ ვალსს” რომ ვიღებდი, ჩემი არჩევანი ყველას გაუკვირდა, მაგრამ მე ვიცოდი,რომ ირაკლი ზუსტად გამოხატავდა მისი თაობის სატკივარს, ამიტომ ამოვუყენე გვერდით უახლოესი მეგობარი გიო ხუციშვილი.

მთელი სამეგობროც გადავიღე ორ ეპიზოდში, სადაც მათი საოცარი სიმღერით დატკბა მაყურებელი.

საოცრად მწყდება გული რომ ირაკლიმ მისი მართლაც უზადო ნიჭი ბოლომდე არ გამოიყენა. მეგობრების სიყვარულში დახარჯა და გაანელა. როგორი უსამართლობაა, რომ ამას მოესწრო მამამისი, ბრწყინვალე პოეტი ტარიელ ჭანტურია. გემშვიდობები, ჩემო მეგობარო, ჩემო ირაკლი, რა ვთქვა”– წერს ქეთი დოლიძე.

ფოტო კადრი, ქეთი დოლიძის ფილმიდან “სანამ წვიმა გადივლიდეს (ძველი ვალსი)
ირაკლი ჭანტურია და მედეა ჯაფარიძე.

თქვენი კომენტარი?