ეს, რა თქმა უნდა, არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს – კელი დეგნანი

1375
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ეს, რა თქმა უნდა, არის ბატონი მელიას პირადი გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა ბატონი მელიასა და რურუას გათავისუფლების საშუალებას.”- განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, როდესაც პოლიტიკური პარტიების მიერ, 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის თემას გამოეხმაურა.

“რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, რომლებიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში განიხილებოდა, მე ვთვლი, რომ ეს არის წინ გადაგმული ნაბიჯი და საშუალებას აძლევს საქართველოს, დაიწყოს მუშაობა იმ უზარმაზარი გამოწვევების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დგას ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენა, „კოვიდ-19“-თან გამკლავება. ვხედავთ, რომ შემთხვევების რაოდენობა იზრდება და სხვა გამოწვევები, რაც ნამდვილად ითხოვს სრულად ფუნქციურ პარლამენტს”– განაცხადა ამერიკის ელჩმა.

თქვენი კომენტარი?