სააკაშვილი თავს აღარასდროს არ გაწირავს, რადგან მას იმდენი აქვს დასაკარგი – მაია ნიკოლეიშვილი

635
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სააკაშვილი,  თავს აღარასდროს არ გაწირავს, რადგან მას იმდენი აქვს დასაკარგი”– ასე უპასუხა მაია ნიკოლეიშვილმა “POSTV”-ს ეთერში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას იმის შესახებ, შეასრულებს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დაპირებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

“მას იმდენი აქვს დასაკარგი, გადასარევად თქვა ამ კაცმა, მე არც იმ ასაკში ვარ, რომ ქუჩა-ქუჩა ვირბინო და ციხის იატაკები ვხეხოო. მას აქვს დასაკარგი, მშვენიერი, აწყობილი ცხოვრება აქვს და ის არავითარ შემთხვევაში არ ჩაიგდებს თავს.

მისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე,  ძალიან უყვარს კომფორტი, კარგი ცხოვრება, ის არანაირად არ დაუშვებს მისი კომფორტის რეგრესს და არასდროს აღარ გაწირავს თავს. მან უკვე ბევრი იწვალა საიმისოდ, რომ ჰქონდეს კომფორტული გარემო და თავისი დარჩენილი ცხოვრება გაატაროს ასეთ გარემოში”– განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

თქვენი კომენტარი?