გზავნილები

78
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გზავნილები

ცივიზილაზიიც განვითარებასთან ერთად ყოველთვის ვითარდებოდა ადამიანებს შორის ფულისა თუ პროდუქტის გაცვლის შესაძლებლობა, მას შემდეგ კი, რაც ტექნოლოგიური პროგრესი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა, ეს პროცესი ბევრად უფრო გამარტივებული და კომფორტულია. ფულადი პროდუქტის გადარიცხვაზე გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, ბანკები და სხვა საკრედიტო ორგანიზაციები ზრუნავენ ეს პროცესი რაც სეიძლება უსაფრთხო და მარტივი იყოს, ამიტომ ახლა უკვე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი თანხის იმ რაოდენობის გადარიცხვა, რამდენიც გსურთ. დღევანდელი რეალობიდან გამომგდინარე, ჩვენი ქვეყნის ბევრი მოქალაქე სხვა ქვეყანაშია სამუშაოდ თუ სასწავლებლად წასული, აღნიშნული სერვისი კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის მათთვის ხელსაყრელი იყოს. ფულადი გზავნილები დღეს ბევრი ოჯახისთვის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა, რასაც სხვა ქვეყანაში დროებით მცხოვრები ოჯახის წევრი აგზავნის, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ ზუსტად რას ნიშნავს და როგორ მუშაობს გზავნილი.

რა არის ფულადი გზავნილი?

ფულადი გზავნილი ის ფინანსური პროდუქტია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა თანხა მესამე პირს გავუგზავნოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთაც. ერთ-ერთი მთავარი თვისება რაც გზავნილებს ახასიათებს არის ის, რომ მათი გაგზავნა ხორციელდება საბანკო ანგარიშის გამოყენების გარეშე. გზავნილები შეგიძლიათ მიიღოთ ან გაგზავნოთ ბანკების, მიკროსაფინანსო თუ სხვა ფულადი გადარიცხვების განამხორციელებელ დაწესებულებიდან ნებისმიერ ვალუტაში სასურველ ქვეყანასა თუ ქალაქში. კიდევ ერთი უპირატესობა მისი სისწრაფეა – თანხის მიღება საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით უფრო სწრაფადაა შესაძლებელი, ვიდრე პირად ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვა.

პირობები

ფულადი გზავნილის გაგაზავნისას, როგორც წესი, აუცილებელია ისეთი მონაცემების დაფიქსირება, როგორიცაა მომღების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და შესაძლოა დამატებით საკონტაქტო ნომერი. გზავნილის გაგზავნისას მას ენიჭება უნიკალური კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია იდენტიფიცირება და განაღდება. განაღდება შესაძლებელია ბანკომატის, ავტომატური გადახდის აპარატისა და უშუალოდ ბანკში სტუმრობისას, განხორციელება კი შეგიძლიათ როგორც ელეტქრონულად ინტერნეტ ბანკის  საშუალებით, ასევე ფილიალში ვიზიტით. ფულად გზავნილის მოცულობაზე შესაძლოა დაწესებული იყოს მინიმალური ან მაქსიმალური ზღვარი, რაც დამოკიდებულია უშუალოდ იმ ორგანიზაციაზე, საიდანაც განზრახული გაქვთ ოპერაციის განხორციელება. ასევე, ორგანიზაციაზეა დამოკიდებული გაგზავნის საკომისიოს რაოდენობაც, რასაც გამგზავნი ან მიმღები იხდის, შესაბამისად, სასურველია, სანამ გადაწყვეტთ გზავნილები გაგზავნოთ, იქამდე გაეცანით სხვადასხვა ბანკებისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შეთავაზებებს და აირჩიეთ ყველაზე კომფორტული ალტერნატივა.

საჭირო ინფორმაცია

ფულადი გზავნილის გაგზავნისას აუცილებელია წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მიმღები პირის მონაცემები – სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და შესაძლოა საკონტაქტო ნომერი. თანხის მიღებისთვის კი აუცილებელია თანხის მიმღებმა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, თანხის გამომგზავნის მონაცემები, გზავნილის უნიკალური ნომერი და დაასახელოს გამოგზავნილი თანხის რაოდენობა და ვალუტა.

გაითვალისწინეთ, გზავნილის გაგზავნისას აუცილებელია უსაფრთხოების ზომების დაცვა, განსაკუთრებით, თუ ონლაინ გსურთ ოპერაციის განხორციელება. ასევე, წინასწარ უნდა დააზუსტოთ სასურველ ქალაქში გაგზავნამდე ფუნქციონირებს თუ არა გზავნილის კონკრეტული სისტემა ამ ქალაქში. გზავნილის უნიკალური კოდის მიღებისას ნუ გადასცემთ მას მესამე პირს, გაანდეთ მხოლოდ მიმღებს, ამით თავიდან აირიდებთ გაუთვალისწინებელ ხარვეზებს. ასევე, გზავნილის გაგზავნისას აუცილებელია დააზუსტოთ ის დრო, თუ რა პერიოდში მიიღებს ადრესატი გზავნილს.

თქვენი კომენტარი?