აუთსორსზე ბუღალტრული მომსახურებით სარგებლობის უპირატესობები

104
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

აუთსორსზე ბუღალტრული მომსახურებით სარგებლობის უპირატესობები

კომპანიის მართვისას, როდესაც საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, აუცილებელია ბევრი მცირე და დიდი ფაქტორის გათვალისწინება, თუმცა უპირველესი, რასაც ყურადღებას ვაქცევთ ფინანსებია. ზუსტად უნდა ვიცოდეთ ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა, რათა სწორად განვსაზღვროთ მიზნები და ზუსტად დავსახოთ მოლოდინები, წინააღმდეგ შემთხვევაში ზარალი შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. ასეთ დროს, უმნიშვნელოვანესია კომპანიის ბუღალტერია მოწესრიგებული, ადვილად გასაგები და სწორად მოწოდებული იყოს, ზემოდან კი თუ რაიმე რჩევაც მოყვება, საუკეთესო ვარიანტი იქნება. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ფინანსები ყოველი მენეჯერისთვის თავის ტკივილის და მთელ რიგ შემთხვევებში მათი მოუცლელობის მიზეზიცაა. ამის თავიდან ასაცილებლად, კომპანიისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ბუღალტრული მომსახურება ჩაიბაროს ისეთმა ადამიანმა, ან ადამიანების ჯგუფმა, ვისაც ენდობით, ვინც პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ საქმეს და ვისი გამოცდილებაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

პანდემიის დროს განსაკუთრებით მაღალია დაინტერესება საკუთარი ბუღალტერიის აუთსორსზე გატანის და დღითიდღე სულ უფრო მეტი მენეჯერი იღებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან საკმაოდ დიდ კომფორტს იძლევა და მეორე მხრივ, უფრო მეტად სანდოა, რადგან აუთსორს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულოს და მისი იმიჯი ბრწინავდეს. აქედან გამომდინარე, მაღალი პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ჩართულობა ყოველთვის გარანტირებულია.

ბუღალტერიის აუთსორსზე გატანისას კომპანიის ფინანსებს იბარებს იბარებს კონკრეტულად ერთი ადამიანი, თუმცა პროცესში ჩართულია მთელი გუნდი, რადგან ამ შემთხვევაში პრიორიტეტია არა ის ფაქტი, რომ მხოლოდ საქმე გაკეთდეს, არამედ დაგეხმაროთ კონკრეტული მიზნის მიღწევაში და ფინანსური რჩევებიც არ დაენანოთ. ბუღალტრული კომპანიისთვის კარგად გაკეთებული საქმე ნიშნავს დამკვეთი ორგანიზაციის წარმატებას კონკრეტულ დროში და რადგანაც ფინანსები უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დაგეგმვისას, კომპანიაც სრულადაა ჩართული ამ პროცესში. ბუღალტრული მომსახურება ნამდვილად საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი, რასაც მენეჯერმა უნდა მიაქციოს ყურადღება, ის არის, რომ ყველა პროცესი იყოს მოქცეული კანონიერ ჩარჩოში. მეორეს მხრივ, აუთსორსზე მუშაობისას ეს რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან დაქირავებული კომპანიას არ უღირს ასეთ რისკზე წასვლა.

ბუღალტერიის აუთსორსზე წარმოების პრინციპი და სამუშაო გეგმა მარტივია –  უპირველესად ბუღალტრული კომპანიიდან თქვენს ორგანიზაციას თუ სტარტაპს მიემაგრება ერთი ადამიანი, ვინც სრულად შეისწავლის არსებულ მდგომარეობას, დაინტერესდება მიმდინარე გეგმით და რამდენად მოდის ის თანხვედრაში ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობასთან, შეამოწმეს წინა პერიოდებში წარმოებულ ბუღალტერიას, დააკორექტირებს ახლანდელ ხარჯებს, თავს მოუყრის ყველა ინფორმაციას ერთად და რეპორტის სახით მოგაწვდით თქვენ, ამის შემდეგ კი თქვენთან ერთად გაივლის სამომავლო მიზნებს, რომელსაც თავი მხრივ შეაფასებს და რჩევებითაც მოგამარაგებთ ამ ეტაპზე რომელი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ფინანსურად უფრო მეტად სარისკო და რომელი უფრო მეტად მომგებიანი. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ბუღალტრულ კომპანიასთან მუდმივად გექნებათ კავშირი, რადგან დღის ნებისმიერ მონაკვეთში მზად არიან მოგისმინონ და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარონ. ბუღალტრული მომსახურება ნამდვილად უფრო მეტად ეფექტურია, როდესაც თქვენც მუდმივად ჩართული ხართ პრეცესებში, რადგან მუდმივად იცოდეთ რა ეტპაზე ხართ და ინფორმაციულ ვაკუუმში არ მოექცეთ, რაც შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იყოს კონკრეტულ მომენტში. პერიოდული რეპორტის სახით მუდმივად გეცოდინებათ რამდენად ეფექტურად იყენებს კომპანია ფინანსებს და უფრო მეტ შესაძლებლობას მოგცემთ საკუთარი დროითი რესურსი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას დაუთმოთ.

თქვენი კომენტარი?