რისი ნახვაა შესაძლებელი ამ ზაფხულს, თუ დასვენება ბათუმში გადაწყვიტე

60
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რისი ნახვაა შესაძლებელი ამ ზაფხულს, თუ დასვენება ბათუმში გადაწყვიტე

რაც უფრო მეტად იმატებს ტემპერატურა, მით მეტად იმატებს ასე სანატრელი ზაფხულის მოლოდინებიც. შეიძლება ზუსტად დაგეგმილი არ გვქონდეს საით გაგვიწევია, თუმცა რაღაც იდეები ნამდვილად ყველას გვაქვს და უმეტესი ჩვენგანისთვის ერთ-ერთი ნამდვილად ბათუმში ვიზიტია. შეიძლება ბევრისთვის ჯერ ადრეა ამაზე ფიქრი და მხოლოდ შორეულ ოცნებებში იხსენებს სასურველ შვებულებას, თუმცა ზოგი უკვე იწყებს საზაფხულო მზადებას და იმ სიის ჩამოწერას, რასაც აუცილებლად გააკეთებს მზიან ამინდში. არ აქვს მნიშვნელობა, უკვე ემზადებით თუ ჯერ ადრეა, სამზადისი ყველას მოგვიწევს, რაც რამდენადაც აღმაფრთოვანებელი იყოს, იმდენად შეიძლება თავის ტკივილის მიზეზად გვექცეს, რადგან თუ სწორად არ დავიგეგმეთ, შეიძლება სულაც ვერ ვისიამოვნოთ. ამიტომ, უპირველესი დეტალია იცოდეთ რამდენი ხნით აპირებთ დასვენებას, რადგან მოასწროთ ყველა დათქმული გეგმის შესრულება. მეორე დეტალია იმის გარკვევა, თუ სად დარჩებით და ვინაიდან ბინები ბათუმში საკმაოდ ბევრია, არჩევანის დიდი შესაძლებლობაც გაქვთ, თუმცა სეზონის გახსნისას შეიძლება სიტუაცია მკვეთრად შეიცვალოს და დამსველებელთა დიდი რაოდენობის შემთხვევაში გაგიჭირდეთ სასურველი ბინის მოძებნა. ამიტომ, წინასწარ დაიჭირეთ თადარიგი, განსაზღვრეთ თქვენი ფინანსები და ქალაქის რა ნაწილში შეიძლება გსურდეთ დროის გატარება, რადგან თქვენს გადაწყვეტილებაზე სწორედ ეს ფაქტორები მოახდენს გავლენას.

ბინის ძიებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ვიცოდეთ რისი ნახვა და დათვალიერება გვსურს, რადგან მიახლოებით მაინც ვიცოდეთ რა ლოკაციაზე უფრო მეტად კომფორტული იქნება საცხოვრებლის პოვნა. ბინები ბათუმში თითქმის ყველგან ქირავდება, ამიტომ ასარჩევი სწორად ისაა, რის ნახვას და რის გაკეთბას ისურვებთ ზაფხულში. სტატიაში გაგაცნობთ იმ ღირსშესანიშნაობებს, რომელთა გამოც ნამდვილად ღირს ბათუმში დასვენება და რაც აუცილებლად უნდა ნახოთ წელს.

ბოტანიკური ბაღი, მწვანე კონცხი

ბათუმის ბოტანიკური ბაღი მდებარეობს მწვანე კონცხზე, რაც თავის მხრივ ბათუმის ერთ-ერთი დასახლებაა. ეს ის ადგილია, სადაც ზაფხულის სიცხეში შეიძლება ძალიან დიდი კომოფრტი იპოვოთ და დატკბეთ განსაკუთრებული სიმწვანით. ბაღი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მსოფლიოში, რადგან აქ უნიკალურად თანაარსებობენ ისეთი მცენარეთა სახეობები, რომლებიც აღებულია სხვადასხვა კლიმატური ზონებიდან.

პიაცა

თუ საღამოს გასეირნებას გადაწყვეტთ, პიაცა ამისთის იდეალური ადგილია. მოედანზე ნამდვილად არ მოიწყენთ, აქ შეხვდებით რესტორანს, სასტუმროს, საღამოობით კი უკრავს ცოცხალი მუსიკის ფონზე კი ნამდვილ ბათუმურ სილამაზეს აღმოაჩენთ. აღსანიშნავია, რომ მისი იდეა აღებულია ვენეციური მოედნიდან, რაც სახელგანთქმულია მსოფლიოში.

დელფინარიუმი

ამ ადგილას ბავშვებს ნამდვილად დაუვიწყარ მოგონებას აჩუქებთ და თქვენც ძალიან გაერთობით. აქ ყოველთვის იმართება გაწვრთნილი დელფინების სპეციალური პროგრამა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

გონიოს ციხე

გონიოს ციხე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია, თუ ისტორია მცირედით მაინც გიტაცებთ. აქ განთავსებულია მუზეუმი და ნაკრძალი, სადაც ძველი წელთაღრიხვიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე დათრიღებული უნიკალური ექსპონატებია დაცული. ციხე დაარსებულია I საუკუნეში.

ალი და ნინოს მონუმენტი

მომაჯადოებელი სანახობისთვის სწორად ამ მონუმენტს უნდა ესტუმროთ, რომელსაც ბულვარის დასაწყისში შეხვდებით და რომელიც ნამდვილად ღირს სანახავად.

პეტრას ციხე

ეტრას ციხე მდებარეობს ბათუმთან ახლოს და ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ძეგლია. დაარსდა 535 წელს იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით და სწორედ ის ცნობილია ციხეა, რომელსაც რუსთაველი ვეფხისტყაოსანში ქაჯეთის ციხის სახელით მოიხსენიებს.

თქვენი კომენტარი?