ფოთელ ბიჭს, რომელიც დედის გადასარჩენად ცეკვავდა, ბინა შეუძინეს და დედის ოპერაცია დაუფინანსეს

9107
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ახალგაზრდა ბიჭის ვიდეო, რომელიც დილიდან საღამომდე, ქუჩაში ცეკვავდა და მოწყალებით მიღებულ თანხას დედის ოპერაციისთვის აგროვებდა. 28 წლის მამუკას არც საცხოვრებელი სახლი ჰქონდა თავისი და შეგროვებული ხურდა ფულებით აპირებდა იმ მძიმე ტვირთის შემსუბუქებას, რასაც ავადმყოფი დედა და უსახლკარობა ჰქვია.


ეს ყველაფერი უკვე წარსულია, რადგან კეთილი ადამიანების დახმარებით, მამუკას ბინის შესაძენი თანხა შეუგროვდა, რომელიც უკვე შეიძინა და საკუთარ სახელზეც დაირეგისტრირა, ხოლო დედას სრულიად უფასოდ ჩაუტარდება ოპერაცია.

ასე ლამაზად დასრულდა ამ ოჯახის ამბავი და მამუკა ფოცხორაია, მარტვილში, ბედნიერად გააგრძელებს ცხოვრებას.

თქვენი კომენტარი?