მოსაზრება, რომ კოვიდვაქცინები არის ექსპერიმენტული და ადამიანები, ვინც აიცრნენ ან აპირებენ ვაქცინაციას, ექსპერიმენტის ნაწილი არიან, არის მტკნარი სიცრუე – ბიძინა კულუმბეგოვი

210
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მოსაზრება, რომ კოვიდვაქცინები არის ექსპერიმენტული და ადამიანები, ვინც აიცრნენ ან აპირებენ ვაქცინაციას, ექსპერიმენტის ნაწილი არიან, არის მტკნარი სიცრუე”– წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქში.

სინამდვილეში, კოვიდვაქცინები, რომლებიც, მათ შორის საქართველოში ამ ეტაპზე გამოიყენება [ფაიზერი, ასტრაზენეკა] დამტკიცებულია და ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა მარეგულირებლების მიერ.  მოსაზრება, რომ ვაქცინა უნაყოფობას იწვევს, არ შეესაბამება სიმართლეს.

იხილეთ ამონარიდი ასტრაზენეკას ოფიციალური ანოტაციიდან, რომლის ლინკსაც აქვე დავურთავ”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი და ურთავს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის ბმულს:


https://www.gov.uk/government/publications/regulatory-approval-of-covid-19-vaccine-astrazeneca/information-for-healthcare-professionals-on-covid-19-vaccine-astrazeneca?fbclid=IwAR3pqbx7tK1Ox9_or60seJlMRAl8j7d_E37l0kppnqTnEs5fkQCuf7nVfHY#name-of-the-medicinal-product

 

თქვენი კომენტარი?