23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში – ვარლამ გოლეთიანი

218
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რიონის ხეობის მცველებისთვის მიუღებელია მთავრობის ის გადაწყვეტილება,  რაც ნამოხვანჰესის კაშხლის მშენებლობის შეჩერებას მხოლოდ 9-12 თვის ვადით გულისხმობს. აქციის მონაწილეების თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ჰესის მშენებლობის შეჩერებას არავინ არ აპირებს, შესაბამისად აქციები უკვე დედაქალაქში გადმოინაცვლებს, რომელიც 23 მაისიდან დაიწყება და როგორც ვარლამ გოლეთიანი აღნიშნავს, ეს იქნება “აუღებელი აქციები”.

რაც ეხება იმას, თუ რატომ 23 მაისიდან და არა უფრო ადრე, ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რომ მაისის დასაწყისში აღდგომის დღესასწაულებია, ასევე შემდგომ დღეებში, ის ასევე ითვალისწინებს პოლიტიკური თარიღებსაც, კონკრეტულად 15 მაისს, როდესაც ოპოზიცია აანონსებს აქციას, შესაბამისად 23 რიცხვი არის მისაღები დრო.

ამ თემაზე:

„ენკასთან“ დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს, კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9 -12 თვის ვადით – მთავრობის განცხადება

თქვენი კომენტარი?