პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კახა კუჭავა წარადგინეს

169
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტის ახალი თამვჯდომარის კანდიდატურაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კუჭავა წარადგინეს, ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ქართული ოცნების“ სახელით პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად პარლამენტს წარედგინება კახა კუჭავას კანდიდატურა. მას აქვს საპარლამენტო მუშაობის გამორჩეული გამოცდილება, ასევე აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მან სათანადოდ განახორციელოს სპიკერის ფუნქციები. წარმატებებს ვუსურვებ კახა კუჭავას ამ ახალ პოზიციაზე“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძემ თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.

თქვენი კომენტარი?