ხათუნა სამნიძემ ბრძანა, ჩვენ ვიცოდით, რომ სამ პოლიციელს შეეხებოდა ამნისტიაო, ვის ელაპარაკებით ამ ტონით თქვენ? – ნინო ჯანგირაშვილი

296
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ პოსტი ოპოზიციის მიერ, “მიშელის დოკუმენტის” ხელმოწერასა და 20 ივნისის ამნისტიაზე.

ხათუნა სამნიძემ ბრძანა, ჩვენ ვიცოდით, გვქონდა ინფორმაცია რომ სამ პოლიციელს შეეხებოდა ამნისტიაო.

არ ვამბობ, რომ ეს ადვილია, დამნაშავეები არიან ეს პოლიციელები, მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც ჩვენ უნდა გადავიხადოთო.

იქნებ კარგად აგვიხსნათ ამნისტიაზე ხელმომწერებმა, ვინ უნდა გადაიხადოს, რატომ უნდა გადაიხადოს და რისი ფასი უნდა გადაიხადოს თქვენი აზრით? დიახ, თქვენ ნამდვილად გადაიხდით ფასს, ვინც ამას ხელს მოაწერთ, მაგრამ ჩვენ რატომ უნდა გადავიხადოთ ფასი თქვენი უპასუხისმგებლობის, უპრინციპობის, შეცდომების, სულმოკლეობის გამო?

ვინ მოგცათ რამდენიმე ადამიანს უფლება გადაწყვიტოთ რა ფასი უნდა გადავიხადოთ ჩვენ, მოქალაქეებმა? და ვის ელაპარაკებით ამ ტონით თქვენ, ბედის ირონიით რომ თითო მანდატი ჩაგივარდათ ხელში?

თქვენი კომენტარი?