გამოვალ და სათანადო ყურადღებას მაგათაც მივაქცევ – ნიკა მელია

606
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია, “მთავარი არხი”-სთვის მიცემულ ინტერვიუს ერთ მონაკვეთში ალეკო ელისაშვილზე, იაგო ხვიჩიასა და ვახო მგრელიშვილზე საუბრობს და ამბობს, რომ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მათ “სათანადო ყურადღებას მიაქცევს”, თუმცა რა იგულისხმება მელიას ამ ნათქვამში, უცნობია.

“მინდა გამოვეხმაურო იმ კამპანიას, სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა “ქართული ოცნება”, მაგრამ არაფერი არ გამოსდის და რომელშიც ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი.

ადამიანები,  თავს რომ ასაღებენ ოპოზიციონერებად, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან, როდესაც ელისაშვილის, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და “ქართულ ოცნების” დეპუტაციას  ვუყურებ, ბედნიერები არიან, ფიქრობენ რომ ბედისწერა მათით დაინტერესდა. გამოვალ და სათანადო ყურადღებას მაგათაც მივაქცევ, იმიტომ რომ ჩემთვის “ქართული ოცნება” და აი ეს ბატონები ერთი და იგივეა” – ამბობს მელია.

თქვენი კომენტარი?