მელია, ეს ახალგაზრდა ნამეტანი გაუნათლებელი ყოფილა, სჯობს ისევ ქუჩაში იყვიროს – მაია ნიკოლეიშვილი

2465
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მაია ნიკოლეიშვილის შეფასება ნიკა მელიაზე:

“ვერ ვიტყვი, რომ დიდ ერუდიციას ველოდი, მაგრამ, ეს ახალგაზრდა ნამეტანი გაუნათლებელი ყოფილა; – პარლამენტში 50 მტერი მყავს, ისინი ჩემი “მტერები” არიანო, (პოლიტიკოსი, ასეთი შავ-თეთრი აზროვნებით რომ კატასტროფაა, ეს სხვა თემაა);

სამი თვე, ყოველდღე, ორის თხუთმეტ წუთზე “სუფებს” ვჭამდიოოოო, ესეც “მელიას დიეტა” 

ციხიდან გათავისუფლებული, “შავს” რომ მიაწვა და ციხეს რად უნდა რკინის კარებიო; ყველას, ყველას გათავისუფლებას ვუსურვებო, ამაზე აღარაფერს ვიტყვი!
ეს ახალგაზრდა ადრე სულ “აბიჟნიკობდა”, ყვიროდა და მეტყველების სიღარიბეს, ყვირილისას წამოსროლილ მოკლე-მოკლე ფრაზებში, ასე ადვილად ვერ შეატყობდი.

ისევ ქუჩაში იყვიროს, ნაცების პარტიის თავმჯდომარემ, მისთვისვე სჯობს. სტუდია, ლოგიკა, რიტორიკა, ანალიტიკური აზროვნება ნამდვილად არ ყოფილა მისი ძლიერი მხარე.”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

თქვენი კომენტარი?