შეთანხმება უკვე შემდგარია, “ქართული ოცნების” ახალი, ფსევდოლიბერალური ლიდერშიფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი თბილისში ვიხილოთ – ირმა ინაშვილი

2023
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

2012 წლიდან დღემდე ბევრი ტყუილი იყო ამ ქვეყანაში. მთავარი ტყუილი ის იყო, თითქოს”ქართული ოცნება” დამნაშავეების დასჯას აპირებდა. ამ მოთხოვნამ ხალხი კი არ დაღალა, ხალხს იმედი გადაუწურა. მითუმეტეს, დამნაშავეების მუდმივი დაწინაურებისა და მეტიც, გმირებად შერაცხვის ფონზე.”- ასე აფასებს ბოლო წლების ქართულ პოლიტიკურ ვითარებას “პატრიოტთა ალიანსი”-ს მთავარი მდივანი ირმა ინაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერს:

“დააკვირდით, დღეს სადამდე მივედით: სააკაშვილი სტრასბურგში ჩივის,- არაფერი დამიშავებია, მართალი ვარო. იცოდეთ: ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ის დააბრუნონ. ამას აკეთებენ, როგორც სააკაშვილის ამერიკელ- ევროპელი პატრონები, ისე “ქართული ოცნება”, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ შეფუთოს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება და როგორ გაიმყაროს ძალაუფლება- დასავლეთთან სრულად მორჩილი პოზიციით.

შეთანხმება უკვე შემდგარია. ისევ დადგამენ სპექტაკლს, თითქოს ჩხუბობენ, თითქოს ერთმანეთს ვერ იტანენ, თითქოს ნაცმოძრაობა უნდა აკრძალონ და ამ დროს, “ქართული ოცნების” ახალი, ფსევდოლიბერალური ლიდერშიფი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი თბილისში ვიხილოთ. მათ არანაირი პრობლემა არა აქვთ სააკაშვილთან ურთიერთობის.

ბევრი მათგანი ნაცმოძრაობის იდეური მხარდამჭერი და შემომწირველი იყო 2012 წლის სექტემბერშიც კი, როცა ქართველი ხალხი თავისუფლებისთვის იბრძოდა.

სადა ვართ ახლა? ესაა თავისუფლება და ესაა სამართლიანი სახელმწიფო? რა წონა აქვს პარლამენტს? არანაირი. ვინ მოკლა პარლამენტში დებატები, ვინ წაართვა მას პოლიტიკური დატვირთვა და შინაარსი? ვინ და “ქართულმა ოცნებამ”.

ან პოლიტიკური პროცესი რას ჰქვია: ელისაშვილის და მელიას, ვაშაძის და აკო მინაშვილის, სამადაშვილის და ხატია დეკანოიძის გაწევ- გამოწევას? ან შეთანხმება რა არის? ევროდირექტორი რომ ჩამოვა, გაუგებარ დოკუმენტს დაგიდებს და დაქვემდებარებული მორჩილებით… პარლამენტში შესრიალების მიზნით, კალამს ხელს რომ არ გაუშვებ და ამ დოკუმენტს ხელს რომ მოაწერ?!

ახლა აღარ გაყალბებულა არჩევნები?! წინ მორიგი, დიდი ღალატი გველის. ვისაც ამისი დაჯერება და დანახვა არ უნდა, ის თავის დროზე, ალბათ, ვერც 2004-2011 წლების ტრაგიკულ რეალობას ხედავდა.

ისევ ვამბობ: ყველა უნდა გამოვფხიზლდეთ და იცით, რა მაიმედებს და მახარებს?! აი, ახლაც, ამ წუთებშიც უამრავი ახალგაზრდა მწერს, რომელსაც ზუსტად ესმის, რა საფრთხეზე და ტყუილზე ვლაპარაკობ. ახალი თაობა რომ ამას აცნობიერებს, ეს მაიმედებს.

“ქართულმა ოცნებამ” დიდიხანია გვიღალატა. კობახიძეს რომ დატოვებ პოლიტიკურ მემკვიდრედ, ნარკოაგიტატორებს პარლამენტში რომ შეიტან, კლოუნ ვაშაძეს, ასევე, რომ დააწინაურებ, ნაცმოძრაობას დღედაღამ მთავარ ოპოზიციად რომ ნათლავ, ღალატია, აბა, სხვა რა სახელი ჰქვია ამას?!”– წერს ირმა ინაშვილი.

თქვენი კომენტარი?