ამ პოლიტიკამ დაღალა მმართველი ძალის მომრეები – ნუკა არველაძე

492
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტ ნუკა არველაძის პოსტი სოციალურ ქსელში:

“ნაციონალური მოძრაობა” არის ავტოკრატიული ტიპის პარტია და ამაში ყველა დამეთანხმებით.

მათ მოახერხეს და 9 წლიანი მმართველობის პერიოდში დააზიანეს და დაასახიჩრეს ქვეყანაში არაერთი ათასი ადამიანის, ოჯახის ცხოვრება და პარალელურად კი საკუთარი მომხრეების ცხოვრება გააუმჯობესეს!!

2012-ში,  როცა მოუწიათ თავისი ნებით დაეთმოთ ხელისუფლება და, როგორც ახლა აღმოჩნდა გარანტიები მიიღეს საერთაშორისო და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, დაიტოვეს საკმაოდ დიდი რესურსი და არცერთი დღე არ მიუტოვებიათ საკუთარი მომხრეები – დაიშალნენ, გაიშალნენ, იცირკავეს იმამიმუნეს და ახლაც ასე არიან!

ერთადერთი, რაც აქამდე ვერ მოახერხეს არის ის, რომ არანაირი რესურსი არ გააჩნდათ სხვა ადამიანების დამონების – დიახ დამონების, რადგან საკმარისია რომელიმე მათი მომხრე სხვაგან გადაიხაროს მათთან შეუთანხმებლად, ეგრევე ექვემდებარება განადგურებას!

2012 წელსაც კოალიცია ,,ქართული ოცნების” ფიგურანტების 90% დღეს სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” პირდაპირ, თუ ირიბ რიგებშია და მთლიანად დამოკიდებული ნარკომანი დორბლიანის კურთხევას ელოდება

ამიტომაც, ყველა ოპოზიციური პარტია არა დისკრედიტებული, რადგან ნაციონალური მოძრაობა არ მისცემს შესაძლებლობას შეძლონ და დაჩრდილონ ის, თუნდაც ეს მათი განაყოფი იყოს – ამის ნათელი მაგალითია ევროპული საქართველო!!

 შანსები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს ახლა ისევ დააღწიონ თავი ნაცების კლანჭებს – გაბედავენ? ეყოფათ ძალა, რესურსი და ჭკუა? შეძლებენ ამომრჩეველს შესთავაზონ უკეთესი ალტერნატივა?

ეს ყველაფერი კი ზიანს აყენებს ქვეყანას – ქართული ოცნების სუსტი პოზიციონირება, მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ყოფნა, მუდმივად კოჭების გაგორება – ამ პოლიტიკამ დაღალა მმართველი ძალის მომრეები და თუ ისევ ის დარჩა “ამირჩიე მე თორე ნაცები მოვლენ” – რაც აკნინებს მმართველი ძალის მიერ გაკეთებულ ყველა საქმეს, რომელიც ამ ფონზე არ ჩანს და ტრაფარეტული ტექსტები არაფერს ნიშნავს, – იქნება ყველაზე წამგებიანი! ასე რომ…. დრო გვიჩვენებს, რაღა დარჩა”- წერს ნუკა არველაძე.

თქვენი კომენტარი?