რა შემთხვევაში დატოვებს კახა კახიშვილი “ქართულ ოცნებას”?

366
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გამორიცხვით ნამდვილად არაფერს არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ადამიანები ხელს აწერენ, ფიქრობენ, რომ მთელი ცხოვრება ერთად იცხოვრებენ და მერე არ ცხოვრობენ, გამორიცხვა როგორ შეიძლება? – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კახიშვილმა TV “პირველი”-ს ჟურნალისტის კითხვას “ქართული ოცნების” შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით.

კახიშვილმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ის დატოვებს “ქართულ ოცნებას”.

“მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დავტოვო პარტია, თუ ვნახავ, რომ ჩემი აზრი პარტიაში არავის არ აინტერესებს და კონკრეტულად, კრიტიკულ საკითხებზე განხილვაში ისე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ მე არ ვიქნები ჩართული, რასაც მხარს არ დავუჭერ” – ამბობს კახა კახიშვილი TV “პირველთან” ინტერვიუში.

თქვენი კომენტარი?