29 გარდაცვლილი და ვირუსის 1576 ახალი შემთხვევა საქართველოში

211
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 44 278 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 584 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 %

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 739 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 576 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 329 407-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.56 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 584 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 307 918-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 426 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 868 შემთხვევა, აჭარა – 92, იმერეთი – 162, ქვემო ქართლი – 71, შიდა ქართლი – 51, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 130, კახეთი – 77, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

თქვენი კომენტარი?