კურიერის წამყვანი დავით დვალიშვილი TV “პირველს” შეუერთდა

382
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი დავით დვალიშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ კურიერის წამყვანი იყო, TV “პირველი”-ს გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათი”-ს გუნდის წევრი გახდა და მისი პირველი რეპორტაჟიც უკვე გავიდა ეთერში.

ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, დავით დვალიშვილმა საკუთარი სურვილით დატოვა ტელევიზია თუ არხის რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა მისი გათავისუფლება.

დავით დვალიშვილი ჯერ კიდევ ნიკა გვარამიას ხელმძღვანელობის დროს იყო კურიერის ჟურნალისტი, თუმცა მხოლოდ კორესპონდენტი, ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადასვლისა და  რეორგანიზაციის შემდეგ ის კურიერის დღის და საღამოს გამოშვებების წამყვანი იყო.

 

თქვენი კომენტარი?