მე შენს მეტი ძვირფასი ადამიანი არ მყავს, ბოდიშს გიხდი, გიჩოქებ და გთხოვ არ მიმატოვო – გოგი წულაიას წერილი მეუღლეს ციხიდან

513
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პატიმრობაში მყოფი გოგი წულაია ციხიდან წერილს გზავნის და მის მეუღლეს მიმართავს, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს. წერილში ის პატიებას ითხოვს.

“ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით მე და ბავშვები.შენ არ გიყვარს საჯაროდ ასეთი მილოცვა,მაგრამ ამ სიტუაციაში მეტი გზა არა მაქვს. ბოდიშს გიხდი და დაბადების დღეს გილოცავ!

სიცოცხლის ბოლომდე არ დავიღლები პატიება რომ გთხოვო.იმედია,მალე შევძლებ ყველაფერი აგიხსნა.საჯაროდაც ბევრჯერ მითქვამს და პირადადაც…..მე შენს მეტი ძვირფასი ადამიანი არ მყავს. ვამაყობ შენით.ღმერთს მადლობას ვუხდი ჩემი მეუღლე რომ გქვია…..

ოცდასამი წელი ვცხოვრობთ ერთად და შენ იცი ერთხელაც არ გამივლია გულში შენი წყენინება. ვთქვი ერთხელ საჯაროდაც, ინგა არის ჩემთვის და მეტი არავინითქო და ასე შევასრულებ სიცოცხლის ბოლომდე. მე ამას დავამტკიცებ ჩემი დიდი სიყვარულით შენს მიმართ.

გიჩოქებ და გთხოვ არ მიმატოვო და მომისმინო.ღმერთს ვთხოვ ჩემთან და შვილებთან ერთად უამრავი ბედნიერებითა და სიხარულით აღსავსე წლები მოგვცეს.”– წერს გოგი წულაია, რომელიც მის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

თქვენი კომენტარი?