16 მაისს, ალექსანდრეს ბაღში, ოჯახებით გელოდებით – ლევან ვასაძე

228
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

16 მაისს, თბილისში, 9 აპრილის ბაღში, ლევან ვასაძის საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა იმედი”-ს ორგანიზებით საინფორმაციო ხასიათის აქცია გაიმართება, სადაც წარმოადგენენ მომავალი პოლიტიკური პარტიის ხედვას, პროგრამას და  სამოქმედო გეგმას, ამის შესახებ ლევან ვასაძემ ფეისბუქ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

“წარმოვადგენთ ძირითად თეზისებს, სამოქმედო გეგმას და ა.შ, ეს  იქნება ძალიან საინტერესო და დადებითი დღე.

მკითხეს რამდენჯერმე რამე კავშირი მაქვს თუ არა “ქართულ მარშთან” , ვადასტურებ, რომ არავითარი კავშირი არ მაქვს. ვიცი, რომ ისინი ხანდახან პირადად მე მიპირისპირდებიან, მაგრამ  არ ვპახუსობ ამაზე იმიტომ, რომ არ მიმაჩნია სწორ საქციელად, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. 16 მაისს, ალექსანდრეს ბაღში, ოჯახებით გელოდებით”– განაცხადა ლევან ვასაძემ.

თქვენი კომენტარი?