თუ გახარიას თანამდებობრივი წინსვლა დაიწყო ზემოთ, ჩამოვაგდებ – მეუფე იაკობის მუქარა გიორგი გახარიას

370
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
IMG.GE

მეუფე იაკობის განცხადებით, მას არ აქვს კარგი ურთიერთობა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და ამბობს, რომ ის არის მოსკოვის მიერ დასმული პიროვნება. ამ საკითხზე მან TV “პირველი”-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

“გახარიასთან მე არ მაქვს ნორმალური ურთიერთობა, არ არის ისეთი რაღაც, ვინმეს ვაპატიო”– განაცხადა იაკობმა. ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა მისი დაპირისპირება კანაფის კულტივაციის კანონპროეტქს, მეუფე ამბობს, რომ ეს არაფერ შუაში არ არის და მისივე სიტყვებით “სხვა რამეა”, რაც გიორგი გახარიამ იცის.

“კანონპროექტი არ არის არაფერი იმასთან შედარებით, რასაც აპირებდა. ხელმძღვანელობამ რომ გაუგოს ალბათ მოიშორებდნენ. გახარია ჩემთვის არის მოსკოვის კაცი. თუ მისი თანამდებობრივი წინსვლა დაიწყო ზემოთ, ჩამოვაგდებ”- ამბობს მეუფე იაკობი და გულისხმობს გიორგი გახარიას შესაძლო დანიშვნას პრემიერ-მინისტრად.

“თვითონ შეხედოს, გახდება თუ ვერ გახდება პრემიერი, ვერ გახდება და თუ მაინც გახდა, ეკლესიასთან მთავრობას დიდი პრობლემა ექნება”– ამბობს მეუფე იაკობი.

 

თქვენი კომენტარი?
IMG.GE