“რიონისხეველები” თბილისში მოემართებიან

169
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რიონის ხეობის მცველების აქცია უკვე თბილისში გაიმართება, რომელიც 14:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება. აქციის მონაწილეები მოემართებიან დედაქალაქისკენ.

შეგახსნებთ, რომ უკვე 200 დღეზე მეტია აქციის მონაწილეები ღამეებს კარვებში ათენებენ მოთხოვნით, არა “ნამახვანჰესს”. ისინი ამბობენ, რომ ზოგადად, არ არიან ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი, თუმცა არის რამდენიმე საკითხი, რაც კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნისთვის, რაც, უცხო ქვეყანაზე (თურქეთი) 99 წლით მიწის გადაცემას გულისხმობს.

ასევე სადავოა ხელშეკრულებაც, რაც მათივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკას დადებითად არ წაადგება და წლების შემდეგ ის საქართველოსთვის ზიანის მომტანი იქნება.